“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა:
“არავის ჰობი არ არის ქუჩაში დგომა, ან ქუჩაში კარვების გაშლა… თუ დაინახავენ, რომ ქვეყანაში მართლა ძალიან სერიოზული ვითარებაა, როდესაც კოვიდის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც მართლა ადამიანს გადაადგილების ელემენტარული ფული არ აქვს და ამდენი ხალხი იკრიბება და უწყვეტია, ჩართავ ტელევიზორს იქ არის აქცია. ხანდახან ჩვენ არც ვიცით ხოლმე ისე ახალგაზრდები სადღაც მიდიან, იქ სადღაც უცებ რაღაცა ჯგუფი თვითონ გამოხატავს პროტესტს. ანუ იმდენად არის ეს პროტესტი უკვე დაგროვილი ხალხში, რომ შეიძლება მართლა იფეთქოს ძალიან სერიოზულად, ამიტომ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, ნუ დაელოდება მაინდამაინც იმას…
თუ საჭირო იქნება გამოვიყვანთ 100 ათას კაცსაც ქუჩაში, გარწმუნებთ, გავაკეთებთ ყველა პარტია მაქსიმალურ მობილიზაციას. გუშინ და დღეს მობილიზაცია არ ყოფილა გამოცხადებული, თუ გადავწყვეტთ ამას, გამოვიყვანთ 100 ათას კაცს ქუჩაში, ნამდვილად. ამას დასჭირდება სერიოზული მუშაობა, მაგრამ არ გვინდა, რომ აქამდე მივიდეს საქმე. იქნებ ხელისუფლება მიხვდეს, გაიგონოს საკუთარი ხალხის, გაიგონოს დასავლელი პარტიორების, შოკშია ხალხი”
კომენტარები