საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი:
„როგორ უნდა მიხვდე, ხარ თუ არა ღლე?
თუ შენი მოძღვრისთვის აგროვებ ფულს, რომ მან საზღვარგარეთ იმკურნალოს, ხოლო თავად მისი ნაკურთხი წყლით და სეფისკვერით მკურნალობ – ღლე ხარ!
თუ ხედავ, რომ შენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით, ჩინოვნიკები საკუთარ შვილებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ასწავლიან და შენს შვილს გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული, რასაც გაგებით უყურებ და პროტესტის გრძნობაც არ გიჩნდება – ღლე ხარ!
თუ შენ საკუთარ ცოლს იტალიაში, ამერიკაში, ან საბერძნეთში უშვებ სამუშაოდ და თავად ალტიმფოს აქციებზე დადიხარ – ღლე ხარ (ოღონდ მეგა ღლე)
თუ შენს მშობლებს პენსია წამლის ფულად არ ჰყოფნის და გჯერა, რომ პრემიერ მინისტრის პენსიონერ მშობლებს შეუძლია შვილს 150 000 დოლარი აჩუქოს – ღლე ხარ!
თუ შენ, ცოლის დაბადების დღეზე ერთი ვარდის ყიდვა არ შეგიძლია და გჯერა, რომ ჩინოვნიკების ცოლებს დაბადების დღეს ცოლის დაქალები უხდიან – ღლე ხარ!
თუ ფიქრობთ, რომ ჩინელების უვიზო რეჟიმი სჯობია ევროპასთან უვიზო რეჟიმს – ღლე ხარ!
თუ, თვლი, რომ დასავლეთს ომი უნდა და რუსეთი მშვიდობის მტრედია – ამ შემთხვევაში ხომ ხარ და ხარ!
თუ თვლი, რომ ჩინოვნიკი შენზე აღმატებულია და უფლება აქვს შელახოს შენი პატივი და ღირსება – ღლე ხარ!
მიხვდით უკვე რამდენჯერ და რამხელა ღლეები ხართ?!
ისემც მო…………..“