მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.
ყოველთვის ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა – თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ეს სჯობია, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია, მერე მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ერთიანობა.
გარეთ გადით, შექმენით ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.მინდა გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ, რატომ ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს, საბოლოო ჯამში, მაინც გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. ყველას მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში,“ – ამბობს სააკაშვილი.
კომენტარები