უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია, სოციალურ ქსელში წერს:
“შსს, იმედი მაქვს ფული “დანომრილია” და უკვე დევს შსს-ს ვებ. გვერდზე”
“ალია” დაუკავშირდა ბატონ ვალერიანს კითხვით, რაში დაგვეხმარება ფულის ნუმერაციის საჯაროდ განთავსება
-ეს ფული კრიმინალური გზითაა მოპოვებული და ყველა წესი და რეგულაციაა ითხოვს, რომ მისი ნომრები იყოს გაცხადებული. გამოძიებასაც წაადგება, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს მოქალაქეობრივი ვალდებულება, თუ ამ კრიმინალური გზით მოპოვებული ფული, რაღაც ბრუნვით მოქალაქესთან მოხვდა, მას შეეძლება ნომერი შეადაროს და ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს – აი, მერე კი თავისუფლად შეიძლება კვალზე გასვლა. ბანკნოტების ნომრები უკვე უნდა ედოს ვებ. გვერდზე.
-საერთოდ, ასე ხდება ხოლმე?
-ადრე არც ამდენი საშუალება იყო და არც ვებ. გვერდები, სიმართლე გითხრათ, ბანკების გატანაც, კარგა ხანია, არ მინახავს. შსს-ს და საზოგადოების ინტერესებში შედის იდოს ნომრები ღიად, თუ ვინმე საპირისპიროს დამიმტკიცებს, მე ბოდიშს მოვიხდი.
ერთადერთი ახსნა არსებობს, ფულის ნომრების არ გამოქვეყნების – თუ ყალბი გაატანეს, მაგ შემთხვევაში არ დადებენ, ცხადია და თუ ყალბი ბანკნოტები გაატანეს და მაშინ ყოჩაღ, კარგი ოპერაცია ჩაუტარებიათ.
-შეიძლებოდა ამდენი კარგი ხარისხის ყალბი ბანკნოტი ჰქონოდათ?
-ვთქვათ, რაღაც ნაწილი იყო ყალბი, რაღაც ნაწილი ხომ უნდა ყოფილიყო ნაღდი, მართლა არ ვიცი, რამდენად ექნებოდათ ასეთი ხარიხსის ყალბი ფული ამ ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ყალბი ბანკნოტები გაატანეს, მცირე ნაწილი მაინც იქნებოდა ნაღდი, იმასაც ხომ საშუალება ექნება შეამოწმოს, რომელია ყალბი და რომელია ნაღდი, მეტ-ნაკლებად გაარკვევს. თუ შსს არ დებს ამ კუპიურების ნომრებს, მაშინ ჩათვალეთ ყველა ყალბი გაუტანებიათ და მაშინ ყოჩაღ.
-იმ შემთხვევაში, თუ ნაღდი ფული გაატანეს და არც ნომრების დადეს კუპიურების, სანამ ფული ბანკში არ მოხვდება, ვერ გავიგებთ, ხო?
-თუ არ დადეს ნომრები, ბანკის გარეშე ვერ გაიგებენ, ცხადია, დროშიც გაიწელება პროცესი, ბევრ ფულზეა ლაპარაკი და საჭიროა ბევრი მოქალაქე იყოს ამ საქმეში ჩართული.
კომენტარები