ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე და “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.
მამუკა ხაზარაძე:
“რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ ამხელა დაფინანსების პირობებში, რომელიც სახელმწიფომ ვალების სახით აიღო და ჩადო კოვიდსაწინააღმდეგო პროგრამაში, თქვენივე გუნდის მეორე მხარემ ჩააფლავა, თუ არ გეშინიათ სკამის დაკარგვის, მაშინ ვთქვათ სიმართლე და საქმე მხოლოდ ვაქცინების ყიდვაში არ არის.”
გიორგი კაკაურიძე:
“თანხა გაფლანგული არ არის, მიმართულია ვაქცინების შესყიდვაზე, მაქსიმალურად მეტი აქტიობაა საჭირო, რომ ვაქცინაციის პროცესში მეტი ადამიანი ჩაერთოს. სამწუხაროდ, ანტივაქსერებიც ბევრი არსებობენ, სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ ვაქცინის. რა ვქნათ ახლა, მათი გადასაწყვეტია, ვერ ვაიძულებთ.”
კომენტარები