თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა? ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებეს აძლევენ მოწმეები, – ამის შესახებ ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმეზე დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა შეფასება უნდა გავაკეთო იმ მოწმის ჩვენებაზე, რომელიც საუბრობს თითქოს, ალკოჰოლის მიღების ქალის და მამაკაცის დოზა არსებობს. ეს მოწმე არ არის სანდო, რადგან მან თავადაც ახსენა, რომ ძალიან დიდი ხანია იცნობს ილია ჯიშკარიანს და მასთან ურთიერთობა აქვს. მისი სამსახური, შემოსავალი პირდაპირ ბმაშია ილია ჯიშკარიანის თავისუფლებასთან. შესაბამისად, ის მისცემს იმ ჩვენებას, რომელიც ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარეს აწყობს”
კომენტარები