ვლადიმერ პოზნერი სოციალურ ქსელში, წერს:
“მინდა გაგიზიაროთ ერთი მასალა, რომელიც ახლობელმა ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა. წარმოიდგინეთ მსოფლიო, და ჩვენ ის შევამცირეთ 100 ადამიანამდე, ოღონდ ყველა არსებული პროპორცია შევინარჩუნეთ.
ასეთ შემთხვევაში 100-დან 57 ადამიანი იქნებოდა აზიის მკვიდრი, 21-ევროპის, 14- სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, და მხოლოდ 8 ადამიანი- აფრიკის.
52 ადამიანი ქალი იქნებოდა, 48- მამაკაცი. მათგან 30 თეთრკანიანი იქნებოდა, 70-არა. 30-ქრისტიანი, 70- არაქრისტიანი. 81 ადამიანი ჰეტეროსექსუალი იქნებოდა, 11 კი ჰომოსექსუალი.
6 ადამიანს ექნებოდა მსოფლიოში არსებული სიმდიდრის 59 წილი, მათგან 6-ვე აშშ-ს მცხოვრები იქნებოდა.
80 ადამიანი სიღარიბეში იცხოვრებდა, 50 ადამიანი იშიმშილებდა, ან საკმარისი საკვები არ ექნებოდა, ამ მომენტისთვის 1 ადამიანი მოკვდებოდა, 1 კი, დაიბადებოდა.
100-დან 1-ს ექნებოდა კომპიუტერი, 1-ს კი, უმაღლესი განათლება.
ახლა კი შეგიძლიათ, გაიაზროთ, რომ თქვენ გაქვთ საშუალება, ილოცოთ იქ, სადაც გსურთ ისე, რომ არ გეშინოდეთ ვიღაცის თავდასხმის, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი ხართ დედამიწაზე მცხოვრები 3 მილიარდიდან.
თუ თქვენ გაქვთ მაცივარი, რომელშიც საკვებია, კარადა, რომელშიც ტანსაცმელია და გაქვთ თავზე ჭერი, დასაძინებელი, თქვენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა 70 %-ზე მდიდარი ხართ.
თუ თქვენ გაქვთ ბანკში თუნდაც მცირე ანაბარი, ფული საფულეში ან ჩანთაში, თქვენ 100 ადამიანიდან 8 იღბლიანს მიეკუთვნებით.
ასეთია ჩვენი ცხოვრება და ვფიქრობ, ამაზე უნდა ვიფიქროთ ხოლმე ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაცაზე ვწუხვართ.”
კომენტარები