„სტრატეგია აღმაშებელის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
კორონა ისე გადავაგორე კაციშვილი არ შემიწუხებიხართ
ახლა კი გიზიარებთ რამდენიმე რჩევას
1. დარწმუნდით რომ კომპეტენტური ექიმი მოგამაგრეს და არა ჩემსავით ცოტა უპასუხისმგებლო და ,,რავიცი აბა თუ გინდათ გაიკეთეთ” (დეტალებით არ გადაგღლით)
2. არ ინერვიულოთ და არც კორონიანი ადამიანი არ გაანერვიულოთ, ისედაც სტრესშია
3. თუ ვინმე თქვენს ახლობელს, მეზობელს კორონა დაუდასტურდება და სახლშია, არ დაიზაროთ და ერთი თეფში სადილი, ხილი მიაწოდეთ ხოლმე, ამ დროს კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას არ აქვს ამის საშუალება. არაა საჭირო კითხვები, პირდაპირ მოიკითხეთ.”
კომენტარები