“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ:
“პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს. თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება.
ჩვენთვის მთავარია ოპოზიცია იყოს ერთად, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის, მხოლოდ ჩვენი პარტია არ აკეთებს, კოორდინაციაში ვართ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. ხალხს ჰგონია, რომ ბიძინა გასულია პოლიტიკიდან და კობახიძეები და გახარიები იღებენ გადაწყვეტილებას. ასეთი გადაწყვეტილებების დროს ივანიშვილი ჩარეულია და ახლა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მოსამართლე გამოაცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რაც “ქართული ოცნებიდან” უკარნახეს.
პროგნოზსს არ გავაკეთებ, იმედი მაქვს კეთილგონიერება ეყოფათ და პატიმრობას არ შეუფარდებენ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენი ამოცანაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი,”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს – პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
კომენტარები