ჟურნალისტი გიორგი არჩემაშვილი:
,,აღარ ვიტყვი, აღარ დავწერ-მეთქი, მაგრამ მართლა გასკდა გული!.. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჯალათი, რომელმაც ასეულობით ადამიანს სიცოცხლე წაართვა, რომელმაც ათასობით პატიმარი უმოწყალოდ საწამებლად გაიმეტა, რომელმაც ღირსება აჰყარა ქართველ კაცს, წამების ისეთი მეთოდები გამოიყენა, რომელსაც ჰიტლერიც არ იყენებდა, შესაბრალებელი არ არის!..
თქვენ, ასეთო ჰუმანისტებო, თუ მართლა სინდისი გაგაჩნიათ, თუ უკანასკნელ დონემდე ზნედაცემულები არ ხართ, ჯერ წადით და შვილმკვდარ დედებს ჩახედეთ თვალებში. რადგან ასეთი ჰუმანურები ხართ, კითხეთ მაინც, რამხელა ტკივილს ატარებენ, როგორ დაახოცინა არაკაცმა სააკაშვილმა მათი შვილები, როგორ აწამებდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩებში, როგორ მიყავდათ სასოწარკვეთამდე ან როგორ იკლავდნენ თავს ღირსებაშელახული ახალგაზრდები…
კითხეთ ათასობით ნაწამებ პატიმარს, როგორი სადისტური მეთოდებით უსწორდებოდნენ, როგორ დააინვალიდეს ახალგაზრდები, როგორ, რის ფასად გადაურჩნენ ამ ჯოჯოხეთს და მერე გამოდით და ჰუმანიზმე ისაუბრეთ…
გაინტერესებთ როგორ აღვადგენდი სამართლიანობას? შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, სააკაშვილის მაღალჩინოსნებით გაგრძელებული და ივანიშვილის მიერ დაწინაურებული მონებით დამთავრებული, თავისუფლების მოედნიდან, ვაკის პარკის ბოლომდე, ყველა მათგანს განათების ბოძებზე ჩამოვაკიდებინებდი და მათგან ცხოვრებაწართმეულ, ნაწამებ, გაუბედურებულ ხალს შესაძლებლობას მივცემდი, რომ ეს ნაძირალები, ყველა ერთად აღებული, ცოცხლად გაეტყავებინათ!!!… ეს იქნებოდა ნამდვილი სამართლიანობის აღდგენა!!!…
აი, ასე მოვიქცეოდი, მეც მათნაირი რომ ვიყო, რადგან ისინი გაცილებით უარესს იმსახურებენ…
ეს არ არის ჩემი სასაუბრო ტერმინოლოგია, მაგრამ თქვენ, მინიმუმ ორმა მილიონმა, ამ ქვეყნის დაუძინებელმა მტერმა, მაიძულეთ, რომ ასე გამომეხატა ერთი რიგითი, არავისგან მართული ადამიანის პოზიცია, რადგან თქვენგან განსხვავებით მე „ბელადები“ და პარტიები კი არა, ჩემი სამშობლო მიყვარს…
კიდევ ერთი დეტალი: ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ვერც ჩემი განვლილი გზა და ვერც ჩემს შესახებ ვიღაც არაადამიანების შეხედეულებები სიმართლის თქმის უფლებას ვერასოდეს წამართმევს…”
კომენტარები