ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“არჩევნების განხილვისას, მგონია, რომ ყველას ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ყველა კანონიერი გზა საბოლოოდ სასამართლომდე მიდის.
ჩვენ თუ ვაღიარებთ, რომ სასამართლო არ გვივარგა – როგორ ჩაატარეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები?
თუ ვაღიარებთ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მეტიც, მიშელმა პირისპირ, მედიის წინ უთხრა პრემიერს, რომ განა სასამართლო რეფორმის რომელიმე ასპექტთანაა პრობლემა, ზოგადად სასამართლოს ნდობა არ არსებობს ქვეყანაშიო და პრემიერი დადუმდა!
ხოდა, მაინტერესებს, ან ოქმები სად საჩივრდება და ვინ ასვამს საბოლოო ბეჭედს არჩევნების ლეგიტიმურობას, ძვირფასებო?
შესაძლოა, რომელიმე ოქმი სწორად განიხილა სასამართლომ, არ გედავებით, შეიძლება, მაგრამ თუ სასამართლო სისტემა არ გვივარგა, მას არ აქვს ნდობა და მისი ყველა გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დგება, როგორ აპირებთ დადგენას, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა?
იმ ქვეყნებმა, ვინც ასე სამაგალითო მეგობრებად მოჰყავს მთავრობას, ჯერ შარშან გამოგაშვებინათ შეწყალებით უგულავა და ოქრუაშვილი და ახლა პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულს უწოდეს მელიას!
ნიშნავს, თუ არა, მინიმუმ ჩრდილოვან მმართველობას და მაქსიმუმ დიქტატურას პოლიტპატიმრების ყოლა?
მინიმუმზე გავაკეთოთ სწორება, კაი!
ჩრდილოვანი მმართველობის და უვარგისი, უნდო სასართლო სისტემის პირობებში ჩატარებული არჩევნები როგორ შეიძლება იყოს სამართლიანი?
სამართლიანი არჩევნები და სასამართლო სისტემა, რომელსაც ნდობა არა აქვს – ეს ორი ტერმინი როდის აქეთაა თავსებადი?
ამიტომ არ გამოვა პარლამენტარობანა ბიჭებო, ტრამპს რომ დაემტკიცებინა სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ვერც ამერიკაში იქნებოდა მშვიდობა! სად გადაწყდა ამერიკის არჩევნების ბედი? – დიახ, დიახ, სასამართლოში!
სასამართლო სისტემა არსადაა უნიკალური, მაგრამ ნდობის მინიმუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რა დღესაც პარტნიორებს იმის თქმის საშუალება მიეცათ, რომ სასამართლო სისტემას ნდობა არ აქვს, იმ დღეს დამთავრდა პარლამენტარობის თამაში!
რა თქმა უნდა, ისევ ჩემი ქვეყანა ზიანდება, სასამართლო სისტემის გაუმართაობის გამო მოსულები, სასამართლო გაუმართაობის გამო ხართ 9 წლის მერე ჩიხში! დანარჩენი ლირიკაა!
ხომ ხედავთ, ხალხი გამოვა, თუ არ გამოვა, ეგაც ლირიკაა!
მთავარი იმ 6 პუნქტში პოლიტპატიმრები, სასამართლო და ძალაუფლების განაწილებაა, ამას არჩევნებით გააკეთებთ, ჯიგრულ პონტში, თუ სანქციების შიშით, არ აინტერესებს არავის, არავის ჩვენ გარდა – გვერდით ექვსთა კავშირს ქმნის რუსეთი და თურქეთი, არ დაგავიწყდეთ!
რა იქნება მერე? შევცვლით თუ არა სასამართლო სისტემას?
ვფიქრობ, დღეის მერე რამდენი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს, პირველ რიგში სასამართლო სისტემას თუ არ შეცვლის, არც ერთ მთავრობას უნდა ჰქონდეს ხალხის ლეგიტიმაცია! და, კი რევოლუციის ლეგიტიმური უფლება გვექნება! 9 წელი არ უნდა ველოდოთ! ჩვენ ვინ დაგვაცდის 9 წელს?”
კომენტარები