ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, თუ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს გამოუშვებენ, ეს ახალი 5 ივლისის დაანონსება იქნება.
ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ საქალაქაო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია იმართება.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩემი მოლოდინია, რომ ამ ხელისუფლებიდან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მარიანა ჩოლოიანი გამოუშვეს სულ ცოტა ხნის წინ, შემთხვევით გაიგო მედიამ და რატომ უნდა გამიკვირდეს, რომ დღეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გამოუშვან. მგონია, რომ არ არის გამორიცხული გამოუშვან ჩვენ ვახოს საქმეზე ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ იქნება ბევრი ვახო სანაია, ბევრი ნაცემი ჟურნალისტი, თუ დღეს ჩვენ გავიგებთ რომ ეს მოძალადეები გამოუშვეს”,- ამბობს გრიგოლია.
დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ, ამის შემდეგ მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობა იყო.
კომენტარები