„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე:
„იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს ექნება აღნიშნული ამბიცია, რომ წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა, რაც ჩემთვის ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა განსაზღვრონ სამომავლო გეგმები და ადეკვატურად შეაფასონ, რეალურ დროში რა გუნდი, ვინ იქნება უფრო ეფექტური იმ ბრძოლის წინა პლანზე, რომელი ბრძოლაც უწევს ამ პარტიას, რადგან ამ არჩევნებით არ სრულდება არაფერი, პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის. ხატია დეკანოიძის ნათქვამის ინტერპრეტირება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ ხატიამ უბრალოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სულ ოპოზიციაში ყოფნას, არა მარტო ხატია, არამედ ბევრი ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება პარტიაში, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ცვლილებებზე და არა ოპოზიციაში ყოფნაზე. თუ ვინმეს სურს და კმაყოფილდება მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნით, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული, შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს.
ჩემგან საუბარი იყო ვანო მერაბიშვილზე, თუ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში, პარტიის წინა ხაზზე, ვფქირობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება. ბევრი მიზეზის გამო, მე ასე ვუყურებ, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება.“
კომენტარები