,,ნაცმოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე:
„ქართული ოცნების“ პირობებში გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება რადგან ჩვენ ვიცით როგორი არის „ქართული ოცნების“ მეთოდები, თუმცა მე ეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს იმიტომ, რომ თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი ოპოზიციიდან, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მას დაერქმევა შესაბამისი სახელი და ის იქნება „ქართული ოცნების „ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის წარმომადგენელი. თუმცა მე ეს მოლოდინი ნამდვილად ჯერ-ჯერობით არ მაქვს…
პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ხელისუფლებამ იცის ძალიან კარგად, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ის , რასაც ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი,რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ევროპული კურსი და მეორე, ასევე მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში. იგივე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვაყურებინებს აი ამ სპექტაკლს საქართველოს პარლამენტში, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც რეალურად ამ მოცემულობით პერსპექტივა არ აქვს.“
კომენტარები