ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯიამ „სპუტნიკ-აფხაზიას“ პრესცენტრში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ისაუბრა, მან აღნიშნა – ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პოპულისტური ნაბიჯია. ეს არის რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზება.
აი რა თქვა მან:„ამ ქვეყანაში განხორციელებული შიდა გარდაქმნებისა და რეფორმების უკრაინასა და მოლდოვასთან შედარება შეუძლებელია. თუმცა, უკრაინის სასარგებლოდ კენჭისყრისას, ევროკომისიამ აღნიშნა “წინსვლა დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში”, მიუხედავად უკრაინის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. ჩემი აზრით, თუ ვინმე იმსახურებს ამ სამეულიდან სტატუსს, ეს საქართველოა. აშკარაა, რომ მას ეს სტატუსი არ ენიჭება უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ფონზე. ეს აიხსნება იმით, რომ საქართველომ არ დააწესა ანტირუსული სანქციები. უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი თავისთავად არაფერს იძლევა, ეს არის მხოლოდ რიგის ნომერი ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება რიგის მოსვლამდე დაიხუროს.”
კომენტარები