ყოფილი მაღალჩინოსანი, ძალოვან სტრუქტურებში, ლევან ნიკოლეიშვილი:
“”ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოსთან დაკავშირებით, მოგვცემენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს, მანამდე კი არ წყდება „ვნებათაღელვა“ ამ საკითხის გარშემო. მოდით საღი თვალით შევხედოთ სიტუაციას და რამდენიმე შესაძლო სცენარი განვიხილოთ:
1. ძალიან კარგია თუ სამივე ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას მისცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;
2. თუ ვინმე იმსახურებს წევრობის კანდიდატობას, სწორედ საქართველოა, და განსხვავებით უკრაინისგან, სადაც ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, და როგორ დასრულდება ეს ომი ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის. აქვე თუ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, დავესესხებით, უკრაინაში ჯერ ომი უნდა დასრულდეს, შემდეგ ქვეყანაში აღდგენით პროცესები წავიდეს და შემდეგ რეფორმებიო..
3. თუ ვინმე იმსახურებს წევრობის კანდიდატობას, სწორედ საქართველოა, და განსხვავებით მოლდოვისაგან, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ დსთ-ს წევრი ქვეყანაა და არც ამ ორგანიზაციის დატოვებას ჩქარობს;
4. კრიტიკას ვერ უძლებს ოპოზიციისა და მათი უცხოელი ლობისტების მოღალატეობრივი მცდელობა, რომ რამენაირად საქართველოს წევრობის კანდიდატობის მიღებაში ხელი შეუშალონ. ერთი, რომ არ გინდა „ქართული ოცნებას“ წარმატება ჩაეთვალოს, და მეორე რომ რეალურად ხელს უშლი შენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
5. ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და მიიღოს სხვამ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ დასავლეთი, დაუშვებს ძალიან დიდ შეცდომას, რითაც ხელს შეუწყობს რუსული ინტერესების და გავლენის გაძლიერებას საქართველოში. ხოლო ოპოზიციას უსაფუძვლო ჭიჭყინ-კივილის საშუალებას მისცემს.
კომენტარები