ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი:
“ე.ი. არიან ადამიანები, რომლებიც გვამუნათებენ, რა გევასებათ ეს ახალი წელიო, უსაქმურები ხართო, მერე ვიღაც სხვა წერს მუცლებს ამოიყორავთ ახლაო, მერე კიდევ ვიღაც წერს ყალბად და ძალით იცინით ახალ წელსო…. მერე კიდევ ვიღაც წერს თქვენ ახლა, ვისაც გიხარიათ ახალი წლის დღესასწაული, სინამდვილეში სტრესში ხართო…
ვახ კაცოოო….
მოკლედ… ბუნებრივად მიხარია დღესასწაული, რომელსაც კარგი განწყობა მოაქვს… რამდენიმე დღით ადრე, ჩემს ოჯახში დაწყებული ფუსფუსი, ფიქრი – რა ვაჩუქოთ ერთმანეთს, რა სადილი გავაკეთოთ… ვამზადებთ მხოლოდ იმას, რაც ოჯახის წევრებს გვიყვარს… 12 ის მერე, ოჯახისთვის ძვირფასმა ხალხმაც შემოგვირბინა, მივულოცეთ ერთმათს, ვიხალისეთ და წავიდნენ…
დღეს ასევე ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ხალხთან უკვე ჩვენ შევირბენთ, მივულოცავთ, აუცილებლად გულწრფელ რამდენიმე სადღეგრძელოსაც ვიტყვი, ზომიერად მივირთმევ იმას, რაც მიყვარს… დარწმუნებული ვარ ისინიც გულწრფელი ღიმილით დამხვდებიან…
ასე დავგეგმეთ… ხვალაც შევხვდები ასევე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს… მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებთ ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ ბევრს ვიცინებთ, ბევრ რამეს გავიხსენებთ…
ჰო… ამ ყველაფერთან ერთად, შიგადაშიგ ვმუშაობ კიდეც… საქმეც არ მავიწყდება, სულ კავშირზე ვარ, ამ დალიცვილი 21 ე საუკუნის და ინტერნეტის ხარჯზე…
ახლა მთავარი კითხვა… მე და ჩემნაირი ხალხი ვართ ახლა სტრესში…?
და კიდევ, თუ ვინმე მუქთახორაა, ყალბი და ლოთია, რა ახალი წლის ბრალია…?
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას… “
კომენტარები