ემიგრანტი, ლანა ტუღუში, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ დილით უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა !
-ლანა კვირას იქნები ტაძარში? მაკა ვარ შეიძლება არ გახსოვდე , მაგრამ მე ხო გიცნობ მთავარია, სული მიწრიალებს, მითხრეს, თურმე შენ აგროვებ ფულს ნამოხვანისთვის, აქამდე ვერ შეგეხმიანე, გული გამისკდება ახლაც რომ ვერ მოგცეო !
ვიცანი ხმა მაშინვე, რა დამავიწყებს ამ ხმით ნათქვამ სიტყვებს – ,, ჩემი ნოდარ დუმბაძის ,წიგნებს რომ არ ვკითხულობდე ამ ემიგრაციაში ვერაფრით გავძლებდიო, ყოველ ღამე ვკითხულობ ცოტა სული რომ მოვითქვაო”- გულშიც და სულშიც ერთიანად შემოიჭრა, მაშინ და გონებაშიც დაბინავდა, სულ ცოტა 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არ მინახავს და ახლა მირეკავს!
-გიცანი გეხუტე, მაგრამ ეს ბოლო ხანი ისეთ დღეში ვიყავი არაფერში ჩავრთულვარ, მე არა, ჩემი ორი მეგობარი ხათუნა კორძაძე და ირმა თვარაძე თაობს-თქო, ორივეს კოორდინატები გადავეცი და გაიხარა!
ხოდა იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმეს გგონიათ, რომ ვარლამს ვაფინანსებთ ცდებით! – ნამოხვანისთვის იბრძვიან ყველანი ერთად და ემიგრანტებიც!!!
ეს არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის ან ერთი კუთხის ბრძოლა, ეს თითოეულს გვეხება და უფრო ძვირად დაგვიჯდება დღევანდელი გულგრილობა ხვალ!
ხეობის მცველობა ადვილი რომ არაა ვხედავთ, შეცდომებიც, რომ იქნებოდა არც ეს უნდა ყოფილიყო დიდად გასაკვირი, მაგრამ იმ შეცდომას ჩვენ ნუ ვაქცევთ უპატიებლად!
დიახ! შეეშალა მაკას, მაგრამ არც ასე გამიჯვნა ასხამს ქართველთა წისქვილზე წყალს! მით უფრო, როცა ბრძოლის ველს შორიდან ვაკვირდებით ნურც ჩვენი დანაშაული გამოგვრჩება!
ზუსტად არ ვციტირებ , მაგრამ ,,მაკამ თქვაო , რომ არ გავანაწყენო ზოგიერთებიო, ამ ჩემს ჯვარს არ გამოვაჩენო” – ჰოდა , წამოვიდა კასკადი რისხვისა და კრულვისა – ეს როგორ თქვა?! მე მაგათ გვერდით არ დავდგები და მაგათ აქციაზე არ მივალო!
– ვარლამის დედამ კიდე მიქარაო!
– მორჩა მაგათთან არაფერი გვესაქმებაო!..
აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ იმ განზე გადგომის საბაბის მძებნელთ ვკითხავდი – როცა ჯვრები მოგვიგლიჯეს და მოგვითხარეს სულ ახლახანს, რაღაც არ გვახსოვს იქ თქვენი სახეები და ჯვრის კვლავ აღმართვის მცდელობა!
ჩვენი მთავარი მტერი ჩვენივე თავია!
თავს არ შეგაწყენთ ჩემი ლაქლაქით, უბრალოდ მინდა ერთი რამ შეგახსენოთ ყველას თუ გამარჯვება გვინდა- ,,საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოსო” – და ვცადოთ მაინც!
არც სულაძისაა მხოლოდ ის ნამოხვანი, არც ვარლამისა და არც ასიოდ კაცისა, მთელი საქართველოსია ! შენია! შენი შვილებისაა და ჩემიცაა, მერე რა რომ იქ ფეხიც არ დამიდგამს და ეგებ ვერც ვეღირსო!..
მესმის, რომ ეს ქალები ცამდე ავამაღლეთ და ის შეცდომა საშინელებად გვესახება, მაგრამ … კიდევ უფრო დიდი საშინელებაა მტრის დაკრულზე ცეკვა და ჯიბრით განზე დგომა, ოდესმე ხომ უნდა შევძლოთ სრული ერთობა? !”
კომენტარები