„ემპათიის“ დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ:
„არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო იმპიჩმენტზე: საშინელი აღრევა მიდის პოლიტიკურ – სამართლებრივ ასპექტში: ბოდიში იურისტებო, მე იურისტი არ ვარ, თუმცა, სამართლიანობის პრინციპი და მწყობრი ლოგიკა სამართალში აუცილებელია, ანუ, თუ არ მისცა მთავრობამ თანხმობა, რა იყო მოტივი, მიზანი და საბაბი? იყო თუ არა მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება, საქმიანობაში ხელის შეშლა,? ეს სს გამოძიების თემაა და ა.შ. ვფიქრობ სამართლებრივი პროცედურები და სტრატეგიები პრეზიდენტს უფრო ადრე უნდა დაეწყო და ძლიერი არგუმენტირებული ლოგიკით მთავრობის წინააღმდეგ. თუ ვინმეს იმპიჩმენტი უნდა მოხდეს ეს პრემიერმინისტრია და მთავრობა, რომელიც ხელს უშლის ევროინტეგრაციის კონსტიტუციური გარანტიის შესრულებას, ეს პარლამენტიც სწრაფად სახლში გასაშვებია!“
კომენტარები