ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან მეცინება რომ დამარბენინებენ ფბზე კედელ კედელ და ორი სექტის შემოსევა აქვს ჩემს ვიზუალს
მე ძალიან მომწონს ჩემი თავი და თუ ვინმეს თავისი ტუჩი უფრო მოსწონს , ვიდრე ჩემი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს
სინამდვილეში, ჩემი პრობლემა ვიზუალი კი არა, დაღუპული მომავალი თაობაა, რომლის მომავლითაც ვაჭრობს დღეს ეს მთავრობა ! როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება, მთავრობას კი არა ლომს გამოვაცლი ხორხს !
მაგრამ ყველა დედა ვერ იქნება თავისი შვილისთვის უშიშრობის მაგალითი, ხოლო ქალის ვიზუალზე აღადავებულ “მამაკაცებზე” კომენტარს არ გავაკეთებ ვისაც მოგწონთ ონლაინ უსწავლელობა, გილოცავთ
მე დამყავს ჩემი შვილები მასწავლებლებთან. და თქვენ იწუწუნეთ ონლაინ.
ის რომ მომავალი თაობის ბედი მაწუხებს, არ ნიშნავს, რომ უსწავლელს დავტოვებ ჩემს შვილებს. და არც იმიტომ არ ვიკლავ თავს, რომ მასწავლებლებთან ვერ მოვამზადებ. მაგრამ ამის გაგებას შეგნება უნდა, რომელსაც ჩემი ვიზუალის თვალიერებით ვერ აიმაღლებთ”
კომენტარები