თუ ჩვენ, მათ შორის ჩინოვნიკები და ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიტყვი, თუ ვიტყოდით, რომ “თქვენ გადაჯექით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე” და არაფერს არ გავაკეთებდით ამ მიმართულებით, მაგ შემთხვევაში გეტყოდით, რომ თქვენი კითხვა არის ძალიან სწორი და რელევანტური, და გეტყოდით, რომ ეს პრობლემა არის. მაგრამ თუ ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენი მიზანია, რომ ურბანული სივრცე, რაც გაგვაჩნია, გადავანაწილოთ ყველასთვის – ქვეითისთვისაც, ველოსიპედისთვისაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან ათწლეულების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ ავტომობილებს მთელი სივრცე, უწევთ ახლა შევიწროება.
შესაბამისად, ამ შევიწროებაში ხვდება ერიც და ბერიც, მაღალჩინოსანიც და ყველა და ანუ ეს ყველას პრობლემაა და თუ ვინმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოქალაქესაც, უნდა, რომ იდგეს საცობში, იდგეს, არავინ არ ეუბნება, რომ გადმოჯექი…
კომენტარები