“თვითონ ეს სპორტსმენი საკმაოდ გამოჩენილი სპორტსმენია მსოფლიოში, უამრავ ადამიანთან ფოტოც აქვს გადაღებული და შეხვედრილიც არის. სპორტში მიღწევები არის თემა, ალბათ,” – ასე ცდილობს ახსნას “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ვოლსკი პრემიერის, თბილისის მერის, ბიძინა ივანიშვილის შვილისა და UFC-ის მებრძოლის შეხვედრას.
ვოლსკის თქმით, დაღესტნელი მებრძოლი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და არ არის გასაკვირი მისი ფოტოები.
„თვითონ ეს სპორტსმენი საკმაოდ გამოჩენილი სპორტსმენია მსოფლიოში, უამრავ ადამიანთან ფოტოც აქვს გადაღებული და შეხვედრილიც არის და მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე თუ კახი კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულ იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია. თუკი ის რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს დღეს, ეს მას ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რაც სპორტში მიღწევები აქვს. სპორტში მიღწევები არის თემა ალბათ, რომელზეც ისაუბრეს, თუმცა კახი ან ირაკლი კობახიძე დაგიდასტურებთ, რა თემაზე შეიძლება ჰქონოდათ ადამიანთან, რომელიც ბრძოლა წესების გარეშეა,“ – ამბობს ვოლსკი.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს.
პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.
ტვპირველი
კომენტარები