ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ გიორგი ყიფშიძის მეუღლე ენი გასოევა “ოფენ ეარზე“ ახალგარზდა ბიჭს მკერდზე კოცნიდა. მალე ლენუკა ყიფშიძემ განმარტება გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ უამრავი ხალხი ურეკავდა და ვიდეოზე კომენტარს სთხოვდნენ. ლენუკას თქმით, ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა რაც მეუღლეს დაშორდა.
“ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნურც მე მწერთ და ნურც ჩემ ძმას, ნუ წაუღეთ ტვინი…“ – ამბობდა ლენუკა.
ენი გასოევამ მომხდარზე პირველი კომენტარი გადაცემა „დღის პოსტში“ სტუმრობისას გააკეთა.
“შემომდის ათასობით მესიჯი, აი, თქვენი რძალი როგორ იქცევაო… მინდა, გითხრათ, რომ ჩემი რძალი აღარ არის, გიორგი ცოლს გაშორდა” – ლენუკა ყიფშიძე
– ისე მოხდა, რომ ამ ამბით უცებ აჭრელდა პრესა, არ გაჩერებულა, ყველა წერდა, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. „ოფენ ეარზე“ ვიყავი, ამ ვიდეოში ჩემი 18 წლის მეგობარია და 16 წლის და მყავს, ამასაც აუცილებლად აღვნიშნავ. მოდის ეს ჩემი მეგობარი სახე სულ წითელი პომადებით აქვს დაკოცნილი და ჩემს დაქალს ვეკითხები, ეს შენ გაუკეთე-მეთქი და კიო და ვკითხე გაქვს-თქო წითელი პომადა, მოდი აქაც ვაკოცოთ-თქო, წავისვი და ორჯერ ვაკოცე. ყვითელმა პრესამ აიღო და თურმე მე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემ 18 წლის მეგობარს და “ფეიკნიუსებით” ააჭრელეს ყველაფერი. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი აღარ არის და ჩემი ძმა გაშორდაო.
– გეწყინათ ლენუკასგან?
– ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. როგორც ამ ჭორის გავრცელებას, თურმე მე მკერდზე ვკოცნიდი. ლენუკას მე მაინც ძალიან ვაფასებ.
– რატომ დაშორდით თქვენ და გიორგი?
– დაახლოებით ექვსი თვეა დავშორდით. მაგრამ პროცესები ცოტა ადრე დაიწყო, არაფერი კონკრეტული არ მომხდარა, გარემო პირობებისგან შექმნილი სტრესი იყო, პანდემიები, დაგროვდა ეს ყველაფერი და ვერ გავუმკლავდით. ორი შვილი გვყავს და კარგად არიან, გიორგი არიან იდეალური მამა, სასწაულია, ეს შემიძლია დარწმუნებით ვარ. ძალიან ცელქი, ხალისიანები და ენერგიულები არიან. ძალიან კარგი მეუღლე იყო, ახლაც ძალიან მიყვარს. მე მას ყოველთვის პატივს ვცემ და გულშია. ჩვენი დაშორების მიზეზი ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა. 20 წლით უფროა ჩემზე და ბევრი რამე ვისწავლეთ ერთმანეთისგან.
– არ არის შანსი შერიგების?
– დრო გვაჩვენებს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან უფრო არ მგონია. დიდი ხანი ვცდილობდით, რომ ეს ყველაფერი გაგვემთელებინა, ორივეს მხრიდან იყო მცდელობა. ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვეღარ მოხდა ამის აღდგენა და დავშორდით. გაცლა, განრიდება მოხდა ერთმანეთისგან. სადღაც ერთი წელი ვცდილობდით და ვერ გამოვიდა. ძალიან განვიცადე დაშორება, მძიმე იყო. ვიცი, რომ გიორგიმაც ძალიან განიცადა. ბოლოს უკვე კონფლიქტები დაგვეწყო…
კომენტარები