,,ჩემი ქალაქი მკლავს” თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება:
,,ამას აქაც გადავაზიარებთ ?? თურმე 1 თვეში მთავდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ❤️
უფრო აქტიურად მოგაწოდებთ ვიდეოებს თუ რა ხდება წერეთლის გამზირზე
გზის ფენა ერთ მხარეს საერთოდ არ არის დაგებული მეორე მხარეს 1 ფენა აკლია, ტროტუარი არ არის მოწყობილი, თუ ამ ყველაფერს 1 თვეში და 20 დღეში მორჩება თქვენი კონტრაქტორი კომპანია მაშინ ისმის კითხვა 1 წელი რას აკეთებდით?
დაველოდები და აქტიურად გავაშუქებთ მოვლენებს”
შეგახსენებთ, თბილისის მერიის განცხადებას:
,,გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან.”
კომენტარები