ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“საზარელი ავადმყოფობაა შიზოფრენია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძააააააააალიან დიდი ხნის წინ, რაღაც საშინელი წიგნი წავიკითხე ამ დაავადებაზე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთში გამოცემული.
მერე ტელევიზიით დიდი ქართველი მეცნიერის, ავლიპ ზურაბიშვილის დიალოგები ვნახე საბრალო ადამიანებთან.
გეხსომებათ ეს დიალოგები.
ჰოდა, როგორც ხდება ხოლმე ყმაწვილურ გარდატეხის ასაკში ნევროზები, ბავშვურად ამეკვიატა ნევროტული: `ვაითუ შიზოფრენია მჭირდეს ან დამემართოს მეთქი`.
მამაჩემმა, ცხონებულმა ავთომ, ჩემს დასამშვიდებლად, ძმაკაცთან მიმიყვანა მთაწმინდაზე. მაგარი ფსიქიატრი იყო.
იმან გადაიხარხარა კეთილად და მითხრა: `შიზოფრენია რომ არ გჭირს და არც გემუქრება, მაგის მთავარი მტკიცებულება ზუსტად ისაა, რომ ნერვიულობ, ვაითუ შიზოფრენია მჭირდესო. ვისაც მართლა სჭირს, ან შეიძლება დაემართოს, ის მაგაზე აბსოლუტურად არ ნერვიულობს. ესაა თითქმის ერთადერთი, რაც მეცნიერებამ ამ იდუმალ დაავადებაზე ზუსტად იცისო`.
ისე……. არის რაღაც ფილოსოფიური იმაში, რომ ნევროზი, რომელიც თავისთავად არაა სასიამოვნო რამ, ამ სიკეთის მაჩვენებელი და ინდიკატორი მაინცაა.
თურმე არ არსებობს და არასდროს ხდება, რაიმე ნევროზი (`კომპულსურ-ობსესური სინდრომი`, `პერფექციონიზმი` ან რაიმე ნევროტული ფობია) შიზოფრენიაში გადაიზარდოს.
გამორიცხულია.
რატომ? კაცმა არ იცის რატომ.
ეს დიდმა ავლიპმაც არ იცოდა.
`ავლიპას` ვეძახდით მაშინ, ვიცინოდით, ვხუმრობდით, ანეგდოტებს ვყვებოდით……არადა ძალიან დიდი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი იყო. ალბათ ერთ ერთი უდიდესი, რაც მეცნიერების რომელიმე დარგში გვყოლია.
არასდროს დამავიწყდება, ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა საოცარი რამ: `ჰომო ერექტუს` (ფეხზე მდგომი ადამიანი) შეცვალა `Homo morales`!
დააკვირდით რა მაგარი ნათქვამია. კაცობრიობის მთელი ისტორიაა ორ სიტყვაში
ნათელი დაადგეს.
ჯანმრთელობას გისურვებთ.”
კომენტარები