„ჩემთვის პროკურატურის განცხადება ისედაც მოსალოდნელი იყო, არაფერი ახალი არ უთქვამთ“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
„როგორ ჯადოსნურ წრეზეც დაიწყეს გამოძიება, ისე დაამთავრეს. ჩემთვის პროკურატურის დასკვნა მოსალოდნელი იყო, ახალი არაფერია ამაში.
თურმე ჩემმა ანალიტიკოსმა შვილმა ვიღაცის გამო მოიკლა თავი, როცა მშვენიერი შეყვარებული ჰყავდა“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
„აქციები იქნება თუ შიმშილობა არ ვიცი, ჩემი შვილის გამო ვიკავებ თავს, რადგან გიორგი ძალიან განიცდის“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს, 17 დეკემბერს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება დაასრულა.
ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.
კომენტარები