ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
“უი, რა საზიზღრები ყოფილან ეს ჩვენი ოპოზიციონერები. ეს “ქართული ოცნება” წელზე ფეხებს იდგამს, მთელი დღე შრომობენ, ხალხაზე ზრუნვაში ამოსდით სული, გააკეთებენ საქმეებს, თან უამრავს, დაალაგებენ ყველაფერს და მუშაობას რომ მორჩებიან, სახლებში მიდიან. თურმე, ღამით ამ სამთავრობო სტრუქტურებში შეიპარებიან ეს ოპოზიციონერები, ძლივს დაწეულ ლარის კურსს გააუფასურებენ, საწვავს აძვირებენ, გაიაფებულ ფასებს მაღლა ასწევენ, გაზრდილ პენსიას ამცირებენ, კომუნალურ გადასახადებს ზრდიან, მინისტებსა და დეპუტატებს ხელფასებს უზრდიან და თურმე პრემია-დანამატებსაც ეგენი უწერენ, უჩალიჩიბენ და 1 ლარად, სიმბოლურ ფასად ჰყიდიან ხელისუფლების წევრებზე მრავალმილიონიან ქონებას და მერე იძახიან, თვითონ იყიდესო. ევროპასთან და ამერიკასთან დალაგებულ ურთიერთობას კობახიძის დალაგებულ ურთიერთთობასაც ეგენი ურევენ ღამით და ათას მავნებლობას სჩადიან. თურმე, ეგრე, დაუსრულებლად მეორდება უკვე 10 წელია.
კომენტარები