ივერი მელაშვილი “ტვ პირველის” ეთერით ამბობს:
“თავისი მეთოდი აქვს ყველას, მათ შორის გამოძიებასაც, მაგრამ ყველაფერი აწყობილია სიყალბეზე, რაც არ მომხდარა, როგორ შეიძლება მიიღო ფაქტად? საქართველოს საზღვარი ისე არის, როგორც იყო…
2014 წლიდან განსხვავებული აზრის მატარებელი რამოდენიმე ადამიანის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ აი, 200 ათასიანი მაშტაბის რუკა, საზღვარი სხხვანაირადაა, რომ ტერიტორიის მოგება შეგვეძლო და ა.შ. თავის დროზე, კრიზისების მართვის საბჭოში იყო განხილვები, მეც და ნატალიამაც ვუთხარით, ამ რუკას, პირველ რიგში გაუკეთეთ ანალიზი, ეს რუკა არის დიდი შეცდომების მატარებელი. ჩვენ რომ ჩავუტარეთ მაგ რუკას ანალიზი, რომ არ გამოდგებოდა, იმიტომ არ გამოვიყენეთ, თორემ, ჩვენზე უკეთესად თქვენ ამას ვერ გამოიყენებდით. არ ვარგა – როდესაც არ ვარგა და ამ არასებულზე აწყობ მსჯელობას – უკვე შეცდომაში ხარ შეყვანილი.
ბევრი განხილვა ხდებოდა, როგორც მერე გავიგე, პრემიერის დონეზეც ყოფილა განხილვები… თურმე პრემიერი ღარიბაშვილი იხილავდა ამ საკითხებს, დავალებებს გასცემდა… მისი შეფასება ახლა არ მომისმენია და არც მაინტერესებს, მთავარი ის არის, რომ ამ კაცმა (ღარიბაშვილმა) პრემიერობის დროს, თუ რაღაცა გასაკეთებელი ჰქონდა… სუსი მოვიდა შესამოწმებლად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შეგვამოწმა, ახალი მინისტრი ცალკე, განყენებულად ამოწმებდა, სანამ გაერკვა, თავის ჭკუით, სანამ დაასრულა და მოახსენა ზემოთ მთავრობაში, არაფერი ისეთი არ არისო… ეს კიდევ ცალკე საკითხია… ანუ, თუ პრემიერი ხარ, პრემიერობის დროს, დაჯექი მაგიდასთან, აქ არ უნდა დიდი ამბავი, ერთ რუკას მეორეს შეადარებ და მორჩა, გათავდა… მარტივია… თუ ამას ვერ აკეთებ და არ აკეთებ, მერე თავდაცვის მინისტრი რომ ხდები, მერე იწყებ ანგაჟს? წარმოუდგენელია ასეთი რამ, ბუნებაში არ ხდება… ამიტომ ვამბობ, რომ არის ეს წინასაარჩევნოდ მოგფიქრებული ტრიუკი.
კომენტარები