საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს:
„დახმარებას არ უგზავნი, ჰუმანიტარულ ტვირთს არ აძლევ, რუსეთთან ფრენებს ესალმები და ეკინომიკას ზრდი, ამბობ, რომ უკრაინა დაიჩაგრება და ომს წააგებს და ამიტომ თავს უნდა მივხედოთ! იქ მეომრ ქართველებს ბოევიკებს უძახი! კადიროველებს და პუტინისტებს აგულავებ და ვინც ანტიპუტინიატია ქვეყანაში არ უშვებ! ომის დროს უკრაინის მოქალაქე შენს პრეზიდენტს უსაფუძვლო იდიოტური ბრალდებებით ციხეში კლავ და უო ეს რა იკადრა უკრაინამო როგორ თუ ჩვენი მოსიახლე მტრის გათავისუფლება მოითხოვაო! ლავროვის დაცინვაზე განცხადება არ გაგიკეთებიათ, პუტინის ისტორიის გადაკეთებაზე არც დაკიკნავლიათ და თურმე, როგორ გაბედა ამ პირსისხლიანმა ზელენსკიმ, რომ სამართალი მოგთხოვათ? ქოცი არის რუსი მორჩა გა გათავდა! ეს ესეა და გეყოთ ეს ქართველობანას თამაში! არაა ქართველი ვინც მეგობარს გაჭირვებაში მიატოვებს, არაა ქართველი რომელიც თავისუფლებას, ბაბაიას ძახილს ამჯობინებს, არაა ქართველი ვინც მასზე სუსტს ჩაგრავს! ქართველია ვინც მეგობრობისთვის თავს წირავს, ერთი 10 ის წინააღმდეგ მიდის, და თავისუფლებისთვის იბრძვის, მხოლოდ ასე იყო მოგებული საქართველო, არასოდეს ქოცობით და ქვემძრომობით არ გადარჩენილა ეს ქვეყანა! ხოდა დიახ ზელენსკი არის სწორედ ქართველი, არც თავი დაუხარა რუსეთს, არც მეგობარს წირავს, არც ბრძოლის ეშინია და არც მშვიდობის! მაგრამ ქოცებისთ ის მხოლოდ ერთი საქართველოა საფიცარი, ეს საბჭოთა საქართველოა, ეს გონიათ ქართული წესი და ტრადიცია, ქრთამი, ტყუილი, მლიქვნელობა! ქოცობა არის რევანში საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეს რევანში უკვე ორჯერ განხორციელდა, ერთხელ ჩავარდა, მაგრამ იცოდეთ ეს ბოლოა! გადაშენდება საბჭოთა საქართველო, გადაშენდება რევანაისტი ნომენკლატურა თავის მომყოლებით! ჩვენ კი უნდა გავიხსენოთ რაა საქართველო, რაა ის იდეა რასაც ქართული სახელმწიფო ქვია!!!
თავისუფლება მიშას
კომენტარები