ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრს “კლოუნს” უწოდებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, დროზე მოეგოს გონს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას დათანხმდეს.
შეგახსენებთ, დღეს წულუკიანმა განაცხადა, რომ მოჰყვება დახურული სხდომიდან საუბრებს და აღნიშნა, რომ გიგა ბოკერია, ემუქრებოდა “ქართულ ოცნებას” – კერძოდ, ფრაზით,”ქვა ქვაზე აღარ დარჩება”!
ბოკერია წულუკიანის მონაყოლს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი ლექსიკით ის არ საუბრობს:
“საჯაროდ ვიმეორებ – მთლიანად ოპოზიციისა და საზოგადოების გზავნილია ეს: დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით გონს მოეგება. დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და საკუთარი თავის პოლიტიკურად დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა.
რა დახურულ შეხვედრაზე საუბრობს? ის ალბათ გულისხმობს დიპლომატებთან შეხვედრას, თურმე საიდუმლოდ დავემუქრე ამას აშშ-ის, ევროკავშირის ელჩის თანდასწრებით. ეტყობა ნერვიულოს და უნდა ინტევიულონ კიდევაც. ოღონდ ნერვიულობას ჯობია დროზე მოეგონ გონს და არ აკეთონ მსგავსი ბრიყვული განცხადებები.
სწორედ მათ უბიძგეს საზოგადოებას ამ ლეგიტიმური აღშფოთებისკენ. ზაინი მიაყენეს ქვეყანას და რისკის ქვეშ დააყენეს საკუთარი თავი. ყველა სცენარით ისინი მწარედ დამარცხდებიან. ჩვენ გვსურს ისინი დამარცხდნენ შედარებით ნორმალურ სცენარში. ეს არის ჩვენი საჯარო გზავნილი და თუ გნებავთ “დახურულიც” თუ ამ ჩემს პროგნოზს მუქარად ჩათვლიან ჩათვალონ. ეს არჩევანი ივანიშვილმა გააკეთა, თორემ წულუკიანმა რა არჩევანი უნდა გააკეთოს?! მათ უთხრეს საზოგადოებას, ამომრჩეველს, რომ ფეხებზე გვკიდივართ. იმას რასაც დაღვრილი სისხლისა და “გავრილოვის ღამის შემდეგ დაგპირდით არ შევასრულებთ, გადაგაგდეთ. სწორედ ამ არჩევანმა დააყენა ქვეყანა რისკის ქვეშ. სწორედ ეს არჩევანი უნდა შეცვალოს ივანიშვილმა და რისკები შეამციროს.
როგორც ჩანს, რაღაც სტრესის ქვეშ არიან, უნდა იყვნენ, თუმცა ჩემი ამოცანა ის კი არ არის წულუკიანაირი კლოუნი სტრესისქვეშ იყოს და მორიგი სისულელეები ილაპარაკოს. ივანიშვილი უნდა მოეგოს გონს, უთხრას ამ კლოუნებს შეცვალონ ეს კურსი ქვეყნისთვის საზიანო და მათთვის პერსონალურად დამღუპველი. და შეეგუოს მარცხს არჩევნებზე”
კომენტარები