უკრაინაში, ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი მებრძოლი, მიშა კაპლანი (ყაფლანიშვილი), რომელსაც ხვალ, 27 ოქტომბერს, 4.30 აეროპორტში უამრავი ადამიანი დაელოდება, საქართველოში გერმანიიდან დაბრუნდა და გარკვეული პერიოდი, ჩართული იყო აქციებში, პროტესტში, თუკი იყო ასეთი, ცხადია.
“ალიამ” მისი რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, რომლებსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ:
14 ოქტომბერი, 2021 წელი:
“ახლობლის მეშვეობით შემომითვალეს თან მიშას სახელით რომ უნდა შემეწყვიტა ეს აქცია აქტივობა-თურმე ავნებს საერთო დიდ გეგმებს…თურმე ვარცხვენთ მე და ჩემი თანამებრძოლნი იმ დიდ აქციებს თუ აქტივობებს….ეგ ტრიუკები გავლილი მაქვს უკვე ჯიგრებო…
რათქმაუნდა პირიქით ვიმოქმედეთ-უფრო ავენთეთ და იმ ღამეს დავცხეთ ავტო კოლონა ციხისკენ.. მედროვეობა დამღუპველია…”
30 დეკემბერი, 2021 წელი:
“აბა რას ვიძახდი ხომ ვერ შემახსენებთ?
რა გინდათ ხალხო…მართლა გინდათ მიშა მოაკვლევინოთ?
რა უბედურება ჭირს ქვეყანას
აბა სად არიან ის ხალხი ეხლა…ლობიოს და ბუტკის პრეზიდენტებს რომ ხვდებოდნენ თქვენი ლიდერები და თქვენც ამართლებდით?
სად ხართ ის ხალხი გრძელვადიან მშვიდობიან აქციებს რომ აპრავებდით? სად ხართ ის ხალხი პოლიტ ელიტის ყოველ გაპარტყუნებას ტაშს რომ უკრავდით და იცავდით -ისევ ღირსეული ამომრჩევლებისგან?
მიშას რომ რამე დაემართოს ყველა თანაბრად ხართ დამნაშავე…
მეც მათ შორის გარკვეულ წილად, რომ თავის დროზე ისე არ ვიმოქმედე როგორც ვთვლიდი საჭიროდ
სანამ თავისუფლების სინამდვილეს არ შეიგრძნობთ…იქამდე ვერც მიშას ვერ გაანთავისუფლებთ.
ჯერ შენ…დიახ შენ უნდა იყო თავისუფალი რომ მერე სხვა გაანთავისუფლო”
28 იანვარი, 2022 წელი:
“ვისაც მახსოვრობა არ უვარგა ან სტრაუსის პოზა ევასება”
კომენტარები