თურქ ბლოგერს, მერვე ტასკინს ამსტერდამის სექს მუზეუმში გადაღებული ფოტოსურათის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ BBC წერს.
ყველაფერი გოგონას ჰოლანდიაში მოგზაურობის დროს დაიწყო. ბლოგერმა ამსტერდამის სექსის მუზეუმი მოინახულა და სოციალურ ქსელში იქ გადაღებული სექს-სათამაშოების ფოტოები დადო. რამდენიმე თვის შემდეგ, სამშობლოში, თურქეთში დაბრუნების შემდეგ ბლოგერი დააპატიმრეს.
მას ბრალად ედება “უხამსი შინაარსის სურათების გავრცელება”. სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
თურქეთის კანონის თანახმად, უცენზურო მასალების გამოქვეყნებისათვის ჯარიმა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
კომენტარები