ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“თაკო ჩარკვიანმა თქვა, – ნამახვანჰესის უკან რუსეთი დგას და გახარიამ იმიტომ მოაწერა ხელი მის აშენებაზე, რომ რუსეთის კაციაო.
რა გამოდის, – თაკოს ლოგიკით, ფატმა სერენ იაზგანი თურქეთის კი არა, რუსეთის ელჩი ყოფილა!
აბა, რატომ გააკეთა განცხადება ნამახვანჰეს-ინვესტორთან დაკავშირებით?!
თურქები რუსებს უშენებენ ჰესს რიონის ხეობაში?!
#თიმსალ_თაკოს ლოგიკაში (და არამხოლოდ!) რომ მაგრად უჭირს, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამ გადაცემაში ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა მარტივ მათემატიკაზე, რომ უეჭველად დაეჯერება!”
კომენტარები