თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ის თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ ლვოვში შეხვდა და ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
“ანტალიის შემდეგ, შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, ამჯერად ლვოვში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.”
კომენტარები