თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზაობა გამოხატა, სომხეთს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქთან, სააკ მაშალიანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და სომხურ ფონდებს კორონავირუსთან საბრძოლველად თანხების მოზიდვის კამპანიაში მონაწილეობისთვის. აქამდე სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქმა და სომხური ფონდების კავშირმა დაახლოებით 88 ათასი დოლარი გაიღეს ამ მიზნებისათვის.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს სომხეთის მოქალაქეების თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებას.
კომენტარები