საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის თქმით, თურქეთმა რუსეთის მეთოდები სრულად აითვისა. მისი თქმით, [თურქეთი] ნათლად აცხადებს – “ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა”. ამის შესახებ დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.
“საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან”. – თქვა დენდიასმა.
“საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებისთვის საზღვრები არ არსებობს, ისინი ხელოვნურია, შესაბამისად ღიად სადავო. როგორც საბერძნეთის, ასევე უკრაინა აკონტროლებენ ტერიტორიებს, რომლებიც არ არის ჩვენი: ყირიმი, დონბასი, ეგეოსის ზღვის კუნძულები. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ შეზღუდული სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე დემილიტარიზაციის გზით. ამ რევიზიონისტული ნარატივით, ჩვენი ქვეყნები “ეთნიკური” უმცირესობების უფლებებს არღვევენ. შეჭრის მუქარა, რომელიც უკრაინის შემთხვევაში, უბრალო მუქარად არ დარჩენილა, დაკავშირებულია ჰიბრიდულ ომთან ყველა ხერხის გამოყენებით, როგორიც არის მიგრაციის შეიარაღება და ენერგიის ნაკადების შეწყვეტა. პროპაგანდისტული ომი და პირადი თავდასხმები ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ასევე ამ ჰიბრიდული ომის ნაწილია”.
კომენტარები