საფრანგეთში მცხოვრები მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი:
„თურქეთიდან დედას 15 წლის გარდაცვლილ შვილს არ ატანენ, დავალიანების გამო.
ამ დროს, ვიღაც ეპისკოპოსი 120 000 დოლარიან მანქანას ყიდულობს…
პრემიერს, მაჯაზე 500 000-იანი საათი უკეთია.
ერთნაირად მძულს ყაჩაღად ქცეული ხელისუფლებაც და სამღვდელოებაც!!!..
აი, ახლა ამ წუთას ქ. ლიბურნის ონკოლოგიურ ცენტრში ვიმყოფები. ეს ბავშვი 3 თვის წინ ჩამოიყვანეს ხაშურიდან. 5 წლის ბავშვს 500 დოლარი ძლივს აუგროვეს, რომ მშობლებს სამგზავრო ბილეთები ეყიდათ…
და ვიღაც, ქრისტეს ძვლის მკვნეტელს, 120 000 დოლარიანი მანქანა უყიდა მრევლმა.
ეს ბავშვი, ერთი თვით ადრეც, რომ ჩამოეყვანათ, დღეს მეორე მძიმე ოპერაცია არ დასჭირდებოდა.
რა დიდებულ პროექტზე და ქართუ საქმეზე გაქვს საუბარი? ვის რაში სჭირდება შენი მდიდრული ეკლესია და კელიები?! ყველაზე დიდი პროექტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა და არა ოქროს თაღიანი მონასტრების აშენება, სადაც ღმერთი არასოდეს შემოიხედავს.
ჩამოდი ჩემთან, სათითაოდ ჩამოგატარებ ყველა ბავშვის პალატასთან და გასწავლი, როგორ კეთდება ქართული საქმე.
კომენტარები