სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია.
ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებსინფორმაციას.
როგორც „როიტერი“ წერს, სტამბოლის ოპოზიციის მიერ მართულმა მუნიციპალურმა საბჭომ აირჩია დროებითი მერი, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია.
სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, ოპოზიციური პარტიის წევრი, ნური ასლანი 177 ხმით აირჩია.
კომენტარები