თურქეთის რესპუბლიკის წარმოშობით ქართველმა მოქალაქემ აჭარის მოსახლეობისთვის საჩუქრად 50 ტონა მაკარონი გამოაგზავნა. ტვირთი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიიღო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა. მაკარონი სხვა პროდუქტებთან ერთად მოსახლეობის შეჭირვებულ ჯგუფებს დაურიგდებათ.
როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გვითხრეს, მაკარონის დეფიციტი საქართველოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით სურსათზე მოთხოვნილების გაზრდის გამო გაჩნდა.
ajaratv.ge
კომენტარები