აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატი, რასიმ მუსაბაიევი, “პალიტრასთან” ამბობს:
“რუსეთი ეხმარებოდა სომხეთს, სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, და წარსულში ვიცე–პრემიერის სიტყვებით, 1 მილიარდის ღირებულების იარაღი იყო ყოველგვარი გაფორმების და გადახდის გარეშე გაგზავნილი. საქართველოს გავლით ფრენა არ შეეძლოთ და კასპიის ზღვით და ირანის გავლით ჩაიტანეს ეს იარაღი სომხეთში, მათ შორის, ირანის სახმელეთო გზითაც აწვდიდნენ ამ იარაღს სომხეთს. დახმარება იყო, უბრალოდ ღიად არ ჩაერთო რუსეთი, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და რუსეთი რაიმე ფორმით, ამ ომში სომხეთის მხარეს ჩარევას ვერ შეძლებდა, თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ დახმარების მცდელობა ექნებოდა, მაშინ აზებაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი და ეს რუსეთში იცოდნენ, რომ მხოლოდ სიტყვები არ იყო.”
კომენტარები