თურქი ჯაშუშის განცხადებით, მას ქურთული წარმომავლობის მქონე ავსტრიელი პოლიტიკოსის მოკვლა დაავალეს. ფეიაზ ოზტიურკის განცხადებით, მას თურქული დაზვერვა აშანტაჟებდა იმისათვის, რათა მოეკლა ვენის პარლამენტის წევრი ბერივან ასლანი.
იტალიის მოქალაქე ოზტიურკი, რომელსაც თურქული წარმომავლობა ჰქონდა, ამჟამად ავსტრიულ საპატიმროში იმყოფება. იგი პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციის მიერ შედგენილმა მოხსენებამ გაჟონა ავსტრიულ მედიაში, რომლის შესახებაც სტატია DAILYMAIL-ში დაიწერა.
ოზტიურკის თქმით, მას დაავალეს, რომ ქაოსი უნდა შეექმნა ავსტრიაში- თავს დასხმოდა კიდევ ორ პოლიტიკოსს- ერთ-ერთი იყო პეტერ პილზი, ოპოზიციური პარტიის დამაარსებელი. ჯაშუშმა აღნიშნა, რომ ასლანი უნდა მოეკლა მარტში, თუმცა ოპერაცია შეჩერდა, რადგან მან იტალიაში, რიმინიში ყოფნისას ერთ-ერთი ინციდენტის დროს ფეხი მოიტეხა.
თურქი ჯაშუშის ადვოკატის, დანიელ მოზგას თქმით, დამნაშავე აღიარებს, რომ იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებდა,რის შემდეგაც მუქარებისა და საკუთარი თავის უსაფრთხოების ფონზე აღიარა დანაშაული და თავისი ნებით ჩაბარდა ავსტრიელ სპეცსამსახურებს.
კომენტარები