თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა შეიძლება სხვა ქვეყნებს მიმართოს, როგორიცაა რუსეთი, თუ აშშ გამანადგურებელი F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირებას არ შეასრულებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ივლისში კანონი დაამტკიცა, რომელიც კრძალავს ანკარასთვის F-16-ის გაყიდვას, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ერდოღანმა ასევე გაიხსენა, რომ ბაიდენმა მას ივნისში განუცხადა, რომ „გააგრძელებს მხარდაჭერას F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით“.
„აშშ არ არის მსოფლიოში ერთადერთი, ვინც სამხედრო თვითმფრინავებს ყიდის. მათ ასევე ყიდიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. მათი შეძენა შესაძლებელია სხვა ადგილებიდან და სხვები გვიგზავნიან სიგნალებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
კომენტარები