სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია, მიზეზი – აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებაა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „JAM NEWS” ავრცელებს.
ამავდროულად, „არმენპრესი“ იტყობინება, რომ პენტაგონმა დაადასტურა ინფორმაცია, , „თურქეთის მიერ აზერბაიჯანში დაქირავებული სირიელი მებრძოლების გადასროლის თაობაზე”.
სააგენტო „არმენპრესი“ პენტაგონის წარმომადგენლის სიტყვებს, Sky News Arabia-ზე დაყრდნობით გადმოსცემს:
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასობით სირიელი დაქირავებული მებრძოლი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ათობით რეისით გადაიყვანეს, დასტურდება“, – წერს გამოცემა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი კი აცხადებს, რომ ისრაელის მხარეს დიპლომატიური არხებით არაერთხელ აცნობეს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების თაობაზე.
„ჩვენთვის მიუღებელია ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის უახლესი შეიარაღების მიწოდება. დიპლომატიური არხებით არაერთხელ ვაცნობეთ ამის შესახებ ისრაელელ კოლეგებს… ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით მასშტაბურ აგრესიას ახორციელებს არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ…
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს პრესსპიკერი. ამასობაში ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს: „სამხედრო მოქმედებები ფრონტი ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ოპერატიული-საბრძოლო სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.”
მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დღეს დილით, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით.
ცნობისთვის, კონფლიქტში მონაწილე მხარეები კონფლიქტის ზონიდან სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებენ, მაგალითად, სომხეთის ხელისუფლების გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან, ანუ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

კომენტარები