სააგენტო Anadolu -ს ცნობით, თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.
ჰავაჰან კარადენიზმა კორონავირუსის დამარცხება ერთ კვირაში შეძლო. ხანდაზმული ქალი სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით 7 აპრილს მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, ასეთ მოკლე დროში ვირუსის დამარცხება 107 წლის ქალმა ძლიერი იმუნური სისტემის ხარჯზე შეძლო.
კომენტარები