თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრას 38 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
45 ადამიანი დანგრეული შენობებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეტ გადარჩენილ მოქალაქეს იპოვიან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.
თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა.
კომენტარები