თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით ჩავლენ.
Hürriyet-ის კორესპონდენტი ამბობს, რომ პუტინი ცალკე და სპეციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, პუტინის შემდეგ კი თურქეთში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა.
3-4 ივნისს ქვეყანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
მედიის ცნობით, ვიზიტის დროს ლიდერები განიხილავენ ომის მიმდინარეობასა და მარცვლეულის დერეფანს.
კომენტარები