BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა და უკრაინამ თურქეთთან და გაწეროსთან შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს.
მხარეებმა ხელშეკრულებებს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი: ჯერ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას, შემდეგ კი იგივე დოკუმენტს მოაწერა ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
ცერემონიალს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.
რუსეთმა და უკრაინამ უშუალოდ არ გააფორმეს შეთანხმება, მაგრამ ორივე ქვეყანამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები გაეროსთან და თურქეთთან.
კომენტარები