თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლებია მეცენატად მოიხსენიებს, დაკავებულია. ის თავისივე საცხოვრებელი აპარტამენტებიდან ისე გაიყვანეს, მედიას არ გადააღებინეს.
7 საათზე მეტი, სამართალდამცველები ბიზნესმენის კუთვნილ მეტრო-ჰოლდინგის ოფისში იმყოფებოდნენ.
კონკრეტულად რაში ედება ბრალი თურქ ბიზნესმენს, რომელიც შვილების განსაკუთრებული სიმრავლითაც არის ცნობილი, გაურკვეველია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენთან დაკავშირებული ყველა კომპანიის ანგარიშს ყადაღა ადევს.
კომენტარები