იდლიბის პროვინციაში თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი მი-17, რომელიც მანამდე პროთურქული საჯარისო შენაერთების პოზიციებს ბომბავდა.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე ვრცელდება ვიდეო და ფოტო კადრები, სადაც ასახულია ალმოდებული საფრენი აპარატი, რომელიც ხელით გადასატანი მობილური საზენიტო კომპლექსით ჩამოაგდეს სამხედროებმა.
სოციალურ ქსელებში აგრეთვე გამოქვეყნდა ვიდეოები, რომელიც თურქული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესვლის პროცესს ასახავს სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით სირიის აგრესიულ ქმედებას, რომლის დროსაც რამდენიმე სამხედრო იქნა მოკლული, სამხედრო პასუხი გასცეს. 115 სირიულ სამხედრო ობიექტზე განხორციელდა საჰაერო იერიში, რომლის შედეგად 100-მდე ასადის შეიარაღებული მებრძოლი მოკვდა.
კომენტარები