თურქთის 5 ბანკი რუსულ საგადასახადო სისტემა Mir-ში გაერთიანდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ქალაქ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო – Anadolu წერს, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გარშემო დიდი პროგრესია, რაც შვებაა, როგორც რუსი ტურისტებისთვის, ასევე თურქეთისთვის.
საგადასახადო სისტემაში გაწევრიანების გარდა, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის გადასახადის რუსულ რუბლში გადახდის თაობაზეც შეთანხმდნენ.
კომენტარები